19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ივანიშვილმა ან უნდა მოსახლეობას შესთავაზოს გახარიას პოლიტიკური თავი, ან თავად გადაყვეს მას - თინათინ ბოკუჩავა

ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან მარტივ რამეს, რომ ჯალათი მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მზად არის, საკუთარ მოქალაქეებს დათხაროს თვალები ოკუპანტის სახელით, არ იკავებდეს მინისტრის თანამდებობას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინაათინ ბოკუჩავამ "კურიერთან" განაცხადა. დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გიორგი გახარია თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

„არსად არ წავლენ ეს ადამიანები, ძალიან პრინციპულად იდგებიან აქ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება. გადაწყვეტილებები მიიღება შუშის სასახლეში, დღეს ან უნდა გაწიროს ივანიშვილმა გახარია, მოსახლეობას შესთავაზოს გახარიას პოლიტიკური თავი, ან თავად გადაყვეს მას. ივანიშვილი უტიფრად უპირისპირდება ამ ხალხს, უპირისპირდება ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ და ითხოვენ ძალიან მარტივ რამეს, რომ ჯალათი მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მზად არის, საკუთარ მოქალაქეებს დათხაროს თვალები ოკუპანტის სახელით, არ იკავებდეს მინისტრის თანამდებობას," - განაცხადა ბოკუჩავან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები