19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
გახარია, წადი! - პარლამენტის წინ აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის წინ აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. აქცია ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტის წინ გაგრძელდება. აქციის მეათე დღეს მომიტინგეებმა თავისუფლების მარში მოაწყვეს. მათ დღის მეორე ნახევარში მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე დაასრულეს.

მსვლელობის შემდეგ კი კვლავ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, საიდანაც გაახმოვანეს ერთადერთი მოთხოვნა, რომ გადადგეს შს მინისტრი.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს, რაზეც პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს.

წინა დღეების მსგავსად, დღევანდელ აქციაზეც მომიტინგეებმა პროტესტი განსხვავებული გზით დააფიქსირეს და 25-მეტრიანი ბანერი გაშალეს წარწერით - გახარია წადი!

 

ამავე თემაზე
დღის ამბები