19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
გასამართლებული კოლეგა - უმრავლესობის უმრავლესობამ მათივე კოლეგას იმუნიტეტი შეუჩერა და პატიმრობისთვის გაწირა  

საციხოდ გამეტებული ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავისივე კოლეგა, ფაქტობრივად, გაასამართლეს, იმუნიტეტი შეუჩერეს და პატიმრობისთვის გაწირეს.  ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა პროკურატურამ მოითხოვა, რათა მისი დაპატიმრება შეძლებოდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების პირისპირ მარტო აღმოჩნდა. ამის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დელეგაცია ამ დროს დარბაზის გარეთ იდგა და სხდომას ჟურნალისტებთან ერთად უყურებდა.

საღამოს საათებში ყველაფერი დასრულდა და სხდომათა დარბაზი დაიცალა. ნიკა მელიას დაპატიმრებას მხარი „ქართული ოცნების“ 4 დეპუტატის გარდა, ყველამ დაუჭირა. 

„ქართული ოცნებიდან“ სულ 4 დეპუტატი აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.  

მათ შორის, ვინც მწვანე ღილაკს არ დააჭირა, ერთი ბექა ოდიშარია იყო, თუმცა მალევე განაცხადა, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა და მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

პარლამენტთან, პროცესების პარალელურად შეკრებილი იყვნენ ნიკა მელიას მხარდამჭერები და მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ.

საბოლოოდ, 91 დეპუტატის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის მიერ გაწირული დეპუტატი მოსამართლემ არ დააკავა. მოსამართლემ ის 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პატიმრობის სანაცვლოდ დაწესებული გირაო მან 20 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. გირაოსთან ერთად კი იმავე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები