პროტესტის მეთერთმეტე დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელი რჩება - გადადგეს გიორგი გახარია. რუსთაველზე მისულ მოქალაქეებს მიმართეს ორგანიზატორებმა და განუცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ გახარია არ გადადგება.
„მივმართავ შიშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღე დაგვჭირდება აქ დგომისთვის. დაგვჭირდება კიდევ 11, 111, თუ 10011. ვიდგებით აქ მანამ, სანამ გიორგი გახარია არ წავა!,“-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე შიმშილობას არ შეწყვეტენ არც მოშიმშილეები. როგორც სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა გიორგი გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ის ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა იჯდეს.
„ჩვენ არაფრის გვეშინია, ეშინოდეს გახარიას. რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე. დღეს ჩვენი ვითხოვთ მის გადადგომას და ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. გახარია ან გაიზიარებს ასლან აბაშიძის ბედს და წავა იმ ქვეყანაში რომელმაც აგენტად მოავლინა საქართველოში, ან დაასრულებს მატროსოვზე,“-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი აუცილებლად შეასრულებენ იმ პირობას, რომელიც მაკოს მისცეს და გახარია აუცილებლად გადადგება.
„ერთმანეთს მივეცით პირობა, პირობა მივეცით მაკოს, რომელმაც თავისი თვალის სანაცვლოდ აგვიხილა თვალები. მადლობა მაკოს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ ძალა მოგვცა. რეალურად ისინი არიან ჩვენი ძალა. ისინი გვაძლიერებენ და აუცილებლად შევასრულებთ დანაპირებს. გახარია არ დარჩება ამ სკამზე,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს ადგილზე ნინო ქათამაზესაც ელოდებიან. რამდენადაც ცნობილია ის 22 ივნისს მოსკოშვი კონცერტზე გამოვიდა რასაც ნეგატიური გამოხაურება მოჰყვა. დღეს ნინო ქათამაძემ გამოაქვეყნა განცხადება რომლითაც აქციის მონაწილებს მოუბოდიშა და ასევე განაცხადა რომ ის მოსკოვში არასდროს იმღერებს. აქციის მონაწილეების თქმით დაგეგმიულია ნინო ქათამაძის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ის სოლიდარობის ნიშნად მომიტინგეებისთვის იმღერებს.