"გავრილოვის ღამის" მთავარი ანტიგმირი და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობათა პაკეტი - ბოდიში თუ მადლობა, სახელმწიფო მოღვაწე თუ პოლიტიკური ცეკვების ტლანქი შემსრულებელი, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, თუ რუსული წარმოშობის ქართველი პოლიტიკოსი - ვინ არის გიორგი გახარია. მისი მომხრეები ამბობენ, რომ გიორგი გახარია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია, 20 ივნისისთვის კი მას მადლობა ეკუთვნის, რადგან თავიდან სახელმწიფო გადატრიალება აიცილა.
ოპონენტები გახარიას პოლიტიკური ბიოგრაფიას იხსენებენ და აცხადებენ, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არის არაერთი სკანდალური ფაქტი. მათ შორისა: ხორავას ქუჩის მკვლელობა, ბასიანის დარბევა და ფაშისტების დახმარებით მომიტინგეების დაშლა, პანკისის სპეცოპერაცია, საპრეზიდენტო არჩევნების კურირება სამეგრელოში და ია კერზაიას სიკვდილი. ამ ჩამონათვალის შემდეგ ოპონენტები ამბობენ, რომ გახარიას ეფექტიან მუშაობაზე საუბარი შეუძლებელი.
კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს გახარიას ბიზნეს-ომბუდსმენობის და "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმე და კვალი რუსეთთან.
გახარიას ფიგურა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ველზე 2013 წელს გამოჩნდა, როცა ის ივანიშვილმა ბიზნესომბუდსმენად წარადგინა.
გახარიას მოსკოვში ლომონოსოვის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის ივანიშვილის დავალებით ხშირად ჩადის მოსკოვში რასაც მისი რუსული პასპორტით გადაადგილების ამონაწერიც ადასტურებს.