19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
გახარია, თვალთხარია, წადი! - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

გახარია, თვალთხარია წადი! - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, თუ რატომ იმყოფებიან ისინი სუს-ის შენობასთან. მომიტინგეების განცხადებით, სუს-ი არა სახელმწიფო, არამედ პოლიტიკური დაწესებულებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. მათივე განცხადებით, დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მისი დავალება კი გახარიამ და გომელაურმა შეასრულა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სუს-თან შეთანხმებით დათხარეს თვალები ახალგაზრდებს.

„ეს პერფორმანსები გაგრძელდება ყოველ დღე და უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს, მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გიორგი გახარია გადადგეს იმ სისხლიანი ღამის შემდეგ, რაც მან მოუწყო საკუთარ მოსახლეობას გავრილოვის გამო... სუს ერთ-ერთ ლოკაციად იმიტომ აირჩა, რომ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები სწორედ აქ არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებენ და ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პოლიცია, რომელიც გიორგი გახარიასთან შეთანხმებით არბევდნენ იმ მიტინგს,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, თორნიკე დარბაისელმა.

გიორგი გახარიას გადადგომით მოთხოვნა სასტუმრო "შერატონთანაც" იმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზენტაციას მართავს. 

დღის ამბები