19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
დღეს არის პროპორციული არჩევნების ძეობა და ნუ ჩამოგტირით სახეები - დავით უსუფაშვილი "ქართულ ოცნებას" 

დღეს არის პროპორციული არჩევნების ძეობა და ნუ ჩამოგტირით სახეები - ასე მიმართა დავთ უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებმაც დღეს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე პრეზენტაცია გააცნეს. „შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, რა პრობლემაც არ უნდა დადგეს დღის წესრიგში, უმთავრესია, რომ ეს პროცესი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება, არ შეფერხდეს.

„პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან მაგრამ ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია. მე არ ვიცი როდის გადადგება შს მინისტრი არადა მგონია, რომ უნდა გადადგეს. მე არ ვიცი როგორ წავა სასამართლოებში საქმე დაკომპლექტების და უამრავი სხვა ახალა არ გავაგრძელებ. მაგრამ მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, რა პრობლემაც არ ვერ უნდა მოგვარდეს დროულად ამ პროცესს ხელის არ შეუშალოს ამ ყველაფერმა. ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ ვისაც ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ისტორიულ შანსს უწოდებს კახა კუკავაც. ის მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ამ საკითხს რათა ის არ დააზიანონ.

„ეს არის ისტორიული შანსი რომლებმაც ძალიან დააგვიანა შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ ახლა ეს შანსი გვაქვს, რომ ჩვენც გავხდეთ ევროპის ნაწილი. ჩვენც გადავიდეთ ბალტიური განვითარების გზაზე და მე ყველას გთხოვთ  რომ თქვენც დაგვეხმარეთ რომ ეს შანსი, ეს ერთი წელიწადი დანის პირზე ფრთხილად ვიაროთ და მივიდეთ ამ დღემდე,“-განაცხადა კახა კუკავამ.

"ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი დაესწრო.

ამავე თემაზე
დღის ამბები