ბიძინა ივანიშვილის პირობებში არსებობს რისკი იმისა, რომ მოხდეს პარტიების მოსყიდვა -ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლა მთავარია ვისზე გადანაწილდება გადაუნაწილებელი ხმები.
ასევე ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პარტიებსა რათა მოხდეს რისკების თავიდან აცილება.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვისზე გადანაწილდება გადაუნაწილებელი ხმები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება გავიგოთ სახელმწიფოს დაფინანსება, როგორ დალაგდება და როგორ იქნება ამის რეგულირება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ კი რისკებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი იქნება ვიცოდეთ ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ სატელიტური პარტიები შეიქმნას . ცხადია ყველაზე საუკეთესო პრაქტიკა საუბრობს იმაზე, რომ 3%-იანი ბარიერი მაინც უნდა იყოს თუმცა ჩვენს პირობებში მგონია რომ იმასთან შედარებით რაც ჩვენ გვქონდა ნულ პროცენტიანი ბარიერი არის ყველაზე დიდი მიღწევა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
ნულოვანი ბარიერი მეორე ხარისხოვანია სულხან სალაძისთვის. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ განსახილველია ძალიან ბევრი თემა, მათ შორის არის პარტიების დაფინანსება და ცესკოს დაკომპლექტება.
„ამომრჩევლის ნებას ყველაზე უკეთ საკანონმდებლო ორგანოში რა თქმა უნდა პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოხატავს. პირველი რაც მინდა ვთქვა, რაც უფრო მალე დაასრულებენ პოლიტიკური პარტიები დისკუსიას იმაზე ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს თუ 2 ან 3 პროცენტიანი ბარიერი, მით უფრო უკეთესი იქნება. რადგანაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის მიღმაც კი ძალიან ბევრი საკითხი რჩება, რომელიც არის აუცილებლად გასავლელი. პირველი ეს ეხება პარტიების დაფინანსებას საკითხს, ეს ეხება ისეთ თემას რომელიც უკავშირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას . ეს ეხება კვოტირების საკითხს. ეს არის თემები რომელზეც ცხარე დისკუსია იქნება მიუხედავად იმისა რომელ პროპორციული სისტემას ავირჩევთ ჩვენ, ეს იქნება ნულოვანი ბარიერი, ორ ან სამ პროცენტიანი ბარიერი.