19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
მნიშვნელოვან დეტალებზე არის მსჯელობა საჭირო - ელისაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მიესალმება და გახარიას გადადგომას ითხოვს

მნიშვნელოვან დეტალებზე არის მსჯელობა საჭირო - ეს განცხადება საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "კურიერთან" საუბროსას გააკეთა.

"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მზად არის ჩაერთოს ყველა ფორმატში, რომელსაც მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის მიმართულებით გამართავს.

ელისაშვილი მიესალმება 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ის დღეს „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნოს სისტემის პრეზენტაციაზეც იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, იგი ასევე უერთდება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას და ფიქრობს, რომ შს მინისტრმა 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს და დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

დღის ამბები