თუ გვესმის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ახალგაზრდების მონაპოვარია, ვაპირებთ თუ არა მართლა შევუსრულოთ იმ ხალხს მოთხოვნა და ბარიერი დავწიოთ 16 წლამდე? - ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წარმომადგენელბა, იაგო ხვიჩიამ გააკეთა. "გირჩი" 2020 წლის პროპორციული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ასაკის დაწევას ითხოვს.
„ერთადერთი კითხვა მაქვს, თუ ეს სისტემა კარგია 2020-ში, 2024-ში რას ვერჩით? და თუ გვესმის, რომ ეს არის მონაპოვარი ახალგაზრდების, რომლებიც ახლა რუსთაველზე დგანან, იმ ადამიანების ნახევრის ასაკი არის 18 წელზე დაბლა და ვაპირებთ თუ არა, რომ ასაკი დავწიოთ, მართლა შევუსრულოთ მოთხოვნა იმ ხალხს, და მინიმუმ 16 წლამდე მაინც დავწიოთ ასაკი? იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია დღეს წარუდგინა. ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.