ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად - ნინო ბურჯანაძე პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლას აფასებს.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყნის განვითარების საშუალებად მიიჩნევს.
„ხელისუფლებამ მართლაც მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მეტ-ნაკლებად კონფლიქტის რაღაც ჩარჩოებში მოსაქცევად და იმისათვის, რომ მომავალში ქვეყანა ნორმალურ გზას დაადგეს. პროპორციული არჩევნები არის საერთო მონაპოვარი როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე საზოგადოების, ეს მნიშვნელოვანია და არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონში“ გამართა და საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ განუცხადა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.