სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა - ამის შესხებ ინფორმაცია "კურიერს" მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა მიაწოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის, ასევე ნიკა მელიას ინტერესების დამცველის საჩივრები.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს. ნიკა მელიას ადვოკატების თქმით კი სასამართლომ დაწესებული შეზღუდვებით მელიას შეუზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ 10:30-ზე გაიმართება.