19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ომბუდსმენი საკონსულტაციო საბჭოს ქმნის, რომელიც 20 ივნისის ღამეს გადაღებულ კადრებს შეისწავლის

სახალხო დამცველი საკონსულტაციო საბჭოს ქმნის, რომელშიც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები გაერთიანდებიან. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტის წინ მოშიმშილეების მონახულების შემდეგ განაცხადა. მან აქციის ორგანიზატორებს საბჭოში გაწევრიანება შესთავაზა. ნინო ლომჯარიას თქმით, საკონსულტაციო საბჭო შეისწავლის ყველა იმ კადრს, რომელიც 20 ივნისის ღამეს ასახავს და რომელშიც შესაძლოა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს ჰქონდეს ადგილი.

„ჩვენ შევთავაზეთ აქციის ორგანიზატორებს, რომ ჩაერთონ იმ საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც სახალხო დამცველი შექმნის. ძალიან მალე ჩვენ შევქმნით საკონსულტაციო საბჭოს, სადაც იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატები და აქციის ორგანიზატორები ჩართულები და რა თქმა უნდა ყველა ის კადრი, რაც გავრცელდა მედიის საშუალებით და დღემდე ვრცელდება, იქნება ჩვენი ყურადღების ქვეშ და ჩვენი მისიაც ალბათ ეს იქნება, რომ პროკურატურას მოვთხოვოთ ყველა იმ გავრცელებულ მტკიცებულებაზე, რაც ასახავს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ უკვე მერვე დღეა 4 პირი შიმშილობს. მათგან ერთი დღეს შეუძლოდ გახდა. ის ამ დრომდე ჰიპოგლიკემიის დიაგნოზით “ამტელ ჰოსპიტალში“ რჩება.

დღის ამბები