19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემას, რადგან ჩვენთან ასზეა და კარგად მუშაობს, - ნიდერლანდების ელჩი

მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემას, რადგან ჩვენთან ასზეა და კარგად მუშაობს, - ნიდერლანდების ელჩი საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციას საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წამროამდგენლებიც დაესწრნენ.

„ხმას ვუჭერ პროპორციულ სისტემას, რადგან ჩვენთან ასზეა და კარგად მუშაობს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ იქმნება კოალიციები, ხალხმა ერთმანეთს უნდა უსმინოს. ამ ქვეყანას კი ეს სჭირდება ყველაზე მეტად. ასე, რომ მე ვენდობი პროპორციულ სისტემას და ახლა უნდა ვნახოთ, როგორ იმუშავებს ის საქართველოში," - განაცხადა იოჰანეს დოუმამ.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენელი ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად ღიად წარმართოს პროცესები და მოლაპარაკებებში ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჩართოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რა სისტემაზე უნდა გადავიდეს საქართველო, მაგრამ წინა პლანზე ვაყენებთ იმას, რომ პროცესი იყოს ღია და ისმოდეს ყველა პოლიტიკური პარტიის ხმა მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ამის გარანტიების შესახებ მოვისმინეთ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ უზრუნველყოფილი იქნება ყველა საარჩევნო ოლქის ხმა პარლამენტში,“ - განაცხადა ლორა ტორტონმა.

დიალოგის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს პროპორციულ საარჩევნო სისტემას იტალიის ელჩიც. ენრიკო ბარტოლის შეფასებით, პროპორციული სისტემა მრავალფეროვანი პარლამენტის გარანტია.

„ცუდი და კარგი საარჩევნო სისტემა არ არსებობს. მაჟორიტარული სისტემა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის არის დეპოლარიზაციის და პარტიებს შორის დიალოგის საუკეთესო გზა. ეს სიტემა ასევე საშუალებას მისცემს პარლამენტს იყოს ისეთი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. ასე, რომ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

დღის ამბები