19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო და საინფორმაციო ომი სოცქსელებით - ხელისუფლება რუსთაველზე შეკრებილებს ებრძვის

11 უმაღლესი სასწავლებლის 35-მა სტუდენტმა ღია წერილი გაავრცელა და ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ისინი მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამ მიმართვას გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, მამუკა ბახტაძემ სტუდენტების ამ ჯგუფის იდეა მოიწონა და მთავრობის დაქვემდებარებაში ახალი უწყების შემქნა დააანონსა.

ბიძინა ივანიშვილს დღეს რუსთაველის გამზირის აქციების ორგანიზატორებმაც მიმართეს, თუმცა ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი სტუდენტების ჯგუფის განცხადებისგან განსხვავებით, მათ არავინ გამოხმაურებიათ. პროტესტის მე-12 დღესაც, სამოქალაქო აქტივისტები პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს ეუბნებიან, რომ არ დაიღლებიან და გახარიას გადადგომის მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ მოხსნიან.

პროტესტის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღდეგ ხელისუფლებას საინფორმაციო ომი აქვს, სხვადასხვა გვერდების საშუალებით მომიტინგეებზე ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს, კონტრაქციებს გეგმავს და მის მიერ მართული სტუდენტური მოძრაობების შექმნას ცდილობს. აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ერთადერთ ფაქტზე მეტყველებს - ხელისუფლება კრიზისშია.

რუსთაველის გამზირზე გატარებული 12 დღიანი პროტესტის შემდეგ, ძალაშია ერთადერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. 

დღის ამბები