19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ოქმიდან ოქმში კოპირებული ტექსტები - პოლიცია აქციაზე დაკავებულების საქმეებს აყალბებს

ფიზიკური დარბევის შემდეგ, პოლიციამ 20 ივნისის საქმეების სამართლებრივი გაყალბება დაიწყო. ყველაზე მარტივი მაგალითები უკვე გამოაშკარავდა. ასობით აქტივისტი, რომლებსაც ჯერ სცემეს და შემდეგ საპატიმროში ჩააგდეს ხმამაღლა ადასტურებს, რომ მათი დაკავების ოქმებში ტყუილი წერია. უფრო მეტიც, ამ საბუთებში ერთნაირი, ერთი დოკუმენტიდან მეორეში კოპირებით გადატანილი ტექსტებია და ეს ყველაფერი არ არის - პოლიცია 21 ივნისის დილას "ხინკლის სახლიდან" გამოსულებსაც კი აპატიმრებდა. სამართალდამცველების სიცრუეს ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს. მაგალითად სისხლიანი დარბევის ერთ-ერთი სიმბოლური კადრი, რომლის მთავარ გმირს ოქმში არარეალური ფაქტები ჩაუწერეს - ვანო სხირტლაძის დაკავების კადრი, 20 ივნისს ღამით პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ ნახა. "კურიერის" კადრებში კარგად ჩანს, რომ ის სპეცრაზმის კორდონმა შეითრია, თუმცა ირკვევა, რომ პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა და სასამართლოში საქმის სულ სხვა ფაქტები წარადგინა. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ვანო სხირტლაძე პარლამენტის კიბეებზე მაშინ აიყვანეს, როდესაც ის სამართალდამცველებს აგინებდა და წინააღმდეგობას უწევდა. სინამდვილეში კი მისი დაკავება ქუჩაში მოხდა.

სხირტლაძე ერთადერთი არ არის, ვინც პოლიციას მტკიცებულებების გაყალბებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. გასამართლებული დემონსტრანტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები მათ პროცესებზე გამოგონილ ისტორიების ყვებოდნენ, თითქოს მათ დააკავეს დემონსტრანტები და აქციის მონაწილეებს ეს პოლიციელები მანამდე თვალით ნანახიც კი არ ჰყავდა. უხერხული მდგომარეობისგან კი სამართალდამცველები მოსამართლეებმა იხსნეს, პროცესზე მათ კითხვებს თითქმის არ უსვამდნენ.

დღის ამბები