19 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ დასაჯოს მელია და არ დასაჯოს ის ადამიანები, ვინც მომიტინგეებს აკრძალული ტყვიები ესროლა-გიგაური

პროტესტის მეთორმეტე დღე - რუსთაველის გამზირზე კვლავ აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ დათმობენ პოზიციებს და უარს არ იტყვიან ბრძოლაზე ვიდრე გიორგი გახარია პოსტიდან არ წავა. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ლიდერი. ეკა გიგაური აცხადებს, რომ ხელისუფლება ორმაგ სტანდარტებს იყენებს. ერთის მხრივ მას უნდა დასაჯოს ნიკა მელია, თუმცა არ უნდა რომ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებმაც მომიტინგეებს აკრძალული ტყვიები ესროლეს.

„ახლა როდესაც საქმე შეეხება ამ პროცესების გამოძიებას, აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ დასაჯოს მხოლოდ და მხოლოდ მელია და არ დასაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება იგივე ამ ტყვიების  გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებმაც აღასრულეს გადაწყვეტილება და რამაც გამოიწვია ამდენი ადამიანის დაზიანება. ჩვენი უცხოელი პარტნიორები მე მგონია რომ ხედავენ, რომ ეს არის გულწრფელი პროტესტი ზუსტადაც ის პროტესტი, რომელიც მომდინარეობს ახალგაზრდებიდან. კი, შეიძლება  კონკრეტული პოლიტიკურ პარტიები აქ გამოჩდნენ, მაგრამ ისინი არ დომინირებენ, ისინი არ მართავენ ამ პროცესებს და ძალიან ცოტა რამ ეთქმის, როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას, თუ როგორ წავა ეს აქცია და როგორ განვითარდება,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც. მისი თქმით, დღეს რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არსებობდეს, ეს ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა.

„ჩემთვის ძალიან შემზარავია იმის ნახვა, რომ სრულიად ახალგაზრდა ადამიანებმა, რომლებიც აქ მოვიდნენ რომ თავისი  ჯანსაღი დამოკიდებულება, პროტესტი დაეფიქსირებინათ იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც  პარლამენტში განვითარდა  და მათ დაკარგეს თავლის ჩინი. შეუძლებელია ამ კადრებს უყურო გულგრილად და არ გაგიჩნდეს ადამიანს უფრო მეტი პროტესტის გრძნობა როდესაც ხედავ რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს ექცევა აი ასე და ადამიანებს მთელი ცხოვრება დაუმახინჯეს. როდესაც საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრისა შსს-ს ხელმძღვანელისა, ცხადია რომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სოლიდარობა არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანაში რომ მართლმსაჯულება იყოს გამართული და სასამართლო იყოს გამართული, ცხადია რომ ადამიანებს აქ მოსვლა არ დასჭირდებოდათ,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

დღის ამბები