19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
გასაოცარია ჩემთვის ასეთი თავგანწირვის ყურება ადამიანის - ოპოზიციის წარმომადგენლებმა კლინიკაში გადაყვანილი მოშიმშილე მოინახულეს

გიგა ლემონჯავა, რომელიც რუსთაველის გამზირიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სამკურნალო დაწესებულების დატოვებისთანავე აქციაზე დაბრუნებას აპირებს. ის უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს და დღეს შაქარი დაუვარდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

როგორც პაციენტის მონახულების შემდეგ ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა მისთვის გასაოცარია ამ ადამიანის თავგანწირვის ყურება. ის ასევე მოუწოდებს ქართული ოცნების დეპუტატებს, მოინახულონ მოშიმშილეები.

„ვესაუბრე მას, მას სურვილი აქვს, რომ ისევ დაბრუნდეს და გააგრძელოს შიმშილობა, როგორც კი ექიმები ამის შესაძლებლობას მისცემენ და აცხადებს, რომ სანამ არ გადადგება გახარია დაკავებული თანამდებობიდან, ის გააგრძელებს შიმშილობას. გასაოცარია ჩემთვის ასეთი თავგანწირვის ყურება ადამიანის. უმრავლესობის დეპუტატებს  მოვუწოდებ რომ მივიდნენ და დაელაპარაკონ იმ ადამიანებს რომლებიც შიმშილობენ. არ არის ეს მათი ვალი?,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიგა ლემონჯავა მოინახულა ბათუ ქუთელიამაც. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება რადგან გიგას მსგავსად ახალგაზრდებს უწევთ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ.

„გიგას ჯანმრთელობას ამ კონკრეტულ მომენტში საფრთხე არ ემუქრება, სტაბილურად არის. მაგრამ თვითონ ეს საკითხი, რომ გიგას და მისნაირ ახალგაზრდებს მოუწია უკიდურესი ფორმით პროტესტის გამოხატვა დღევანდელი აბსოლუტურად არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში და გახარიას წინააღმდეგ, რომლებსაც მან ტყვიები დაუშინა, ახლა უწევთ პროტესტის გამოხატვა ეს უკვე საგანგაშოა და ეს მითითებს რომ ჩვენი სახელმწიფო ნორმალურ პოლიტიკური მდგომარეობაში არ არის,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

დღის ამბები