პოლიტიკური რეინკარნაციისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. მამუკა გიორგაძე, აკაკი ასათიანი, მიხეილ-გელა სალუაშვილი, დენის დავითაშვილი, სერგო ჯავახაძე და კიდევ ბევრი სხვა, დღეს "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე ყველა იმ პარტიის ლიდერი გამოჩნდა, რომელიც პოლიტიკიდან კულისებში ბევრი წლის წინ წავიდა და მათ პარტიები არჩევნებშიც კი აღარ მონაწილეობდნენ. ივანიშვილის დაანონსებული ნულოვანი საარჩევნო ბარიერით კი პარლამენტში მოხვედრის შანსი ეძლევათ.
პოსტიდან გადაყენების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციაზე პირველად გამოჩნდა ირაკლი კობახიძე. კობახიძე სასტუმრო შერატონში კახი კალაძემ საკუთარი მანქანით მიიყვანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარტია ქართლმა ოცნებაში ლიდერის პოსტს ისევ ინარჩუნებს, ირკვევა საზოგადოებრივი ვნებათაღელვის ფონზე დათმობაზე წასული მმართველ პარტიას. საარჩევნო ცვლილებები კობახიძემ დაუწერა.
"ოცნებამ" დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, დიპლომატიური კორპუსი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები შეკრიბა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც "ოცნებამ" საპროტესტო აქციების და აქციის მონაწილეების მოთხოვნების შემდეგ მიიღო. ოცნება მაჟორიტარულს პროპორციული სისტემით ცვლის, თუმცა ერთი პირობით პარტიები პარლამენტში მოსახვედრად 2020 წლის არჩევნებისთვის არანაირ ბარიერს არ გადალახავენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობდა რომ სისტემის ცვლილებაზე უარი პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა თქვას.
რაც შეეხება საარჩევნო რბოლის რეალური ლიდერებს, გაერთიანებული ოპოზიცია და "ევროპული საქართველო" არ აკრიტიკებენ ნულოვანი ბარიერის მოდელს, თუმცა აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა, შეიყვანოს პარლამენტში რაც შეიძლება ბევრი სატელიტი, სერიოზული საფრთხეა ოპოზიციის ერთიანობისთვის.