19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
იმპერიალისტებთან, რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი - დავით აქუბარდია  

იმპერიალისტებთან, რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი და ეს არის პრობლემა ჩვენი, - ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე დავით აქუბარდიამ გააკეთა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა. 

„რუსები სხვანი არიან და მათი ეს პოლიტიკური ელიტა არიან იმპერიალისტები და ამ იმპერიალისტებთან, რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი და ეს არის პრობლემა ჩვენი. გავმიჯნოთ უნდა მათი იმპერიული, აგრესიული რაღაცა წიაღსვლები და ჩვენი ხელისუფლების ეს უბედურება და საშინელება. უწვებიან, ცუდს აკეთებენ. მართლა გეუბნებით, ორჯონიკიძე მონაგონია. ალბათ გეხსომებათ, სტალინმა რომ ორჯონიკიძეს წერილი მისწერა - დასტური არის აიღე ქალაქიო. არც პუტინი არის სტალინი და არც ბიძინა ივანიშვილი არის ორჯონიკიძე, ან არ გამოსდის ეს ორჯონიკიძეობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ, ჩვენი ახალგაზრდობა დგას აქ და მე მეამაყებით ყველა,“ - აღნიშნა დავით აქუბარდიამ. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, დავით სუბელიანი. ის აცხადებს, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

„ზოგიერთი მიღწეული შედეგი ჯერ კიდევ დასაცავია, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომ მინისტრი გახარია იყოს გადაყენებული, არის მისაღწევი. მე ვიმეორებ, გადასაყენებელია ეს ადამიანი, მე პირადად არ ვიქნები კმაყოფილი, თუ ის გადადგება იმ ფონზე, როდესაც ერთსახოვანი ოცნება მას გამოიტირებს... ამ პირობებში მისი გადადგომა ჩემთვის, პირადად, არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ის უნდა იქნას გადაყენებული და ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ სისტემამ აღიარა მისი დანაშაული და შეელია ამ მინისტრს. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ მინისტრი გახარიას მოქმედებები იქნება გამოძიებული... ჩვენ უნდა გავიხსენოთ შარშანდელი ამბები, აქ რომ დიდი ამბები იყო, მან რომ მასკარადი დადგა, ჩვენ შეცდომა დაგვაშვებინა და ბოდიშზე ტაში დაგვაკვრევინა, ამისთვისაც ის არის გადასაყენებელი“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.

დღის ამბები