შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე შიმშილობის აქციაზე ერთი პირი შეუძლოდ გახდა. მას შაქარი დაუვარდა. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე ადგილზე რჩება და პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს სამი ადამიანი.
მოშიმშილეები სოლიდარობას უცხადებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და უერთდებიან მოთხოვნას-გადადგეს გახარია!