19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
“ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ - "სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა" ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით პროექტი დაიწყო 

“ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ - ამ სახელწოდების პროექტი დაიწყო საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია გაზარდოს და წაახალისოს ქალების მონაწილეობა და წარმომადგენლობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ დონეზე.

განსაკუთრებული ყურადღება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციურ და სამართლებრივ მოწყობაზე გამახვილდება. ეროვნული უსაფრთხოების სექტორიდან 6 თვიანი სასწავლო პროგრამისთვის 44 მონაწილე ქალი შეირჩა.   

დღის ამბები