300-მდე დაშავებულის, რომელთაგან 2-მა თვალი დაკარგა და სამი ამ დრომდე კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება, მმართველი გუნდი შს მინისტრის გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს. განცხადება დღეს, დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა გააკეთა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ შს მინისტრმა, 20 ივნისის ღამეს, აქციის მონაწილეების დარბევით, ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა.
მისი განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება მხოლოდ იმ შტურმზე პასუხი იყო, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან რამდენიმე საათი გრძელდებოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უკვე აიღო და სავარაუდო დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისაჯნენ.
„თუ ვართ სამართლიანები, პირველი დავიწყოთ იმით, რომ არა ის შტურმი 2 საათზე მეტი დროის, არაფერი არ მოხდებოდა, ეს ადამიანები იდგებოდნენ რამდენი ხანიც უნდოდათ და დაიშლებოდა სახლში. მე აქედან ვუყურებდი მოვლენებს და მინდა, გითხრათ, გიორგი გახარიას უწყებამ, ჩვენ პარლამენტი და დეპუტატები დაიცვა ძალიან დიდი საფრთხისგან. აღიარა კაცმა, რომ სადაც მოხდა გადაცდომა და ამის ნიშნები იკვეთება, 10-ს შეუწყდა უფლებამოსილება და 2-ზე იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული, ამიტომ ამას სჭირდება გონივრული დრო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პასუხები გაეცემა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მოსახლეობამ რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში შესვლა გააპროტესტეს. მოგვიანებით აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა და სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს. დაშავდა 300-მდე ადამიანი, აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. სამი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათგან ერთის დავთ გრიგორიანის მდგომარეობამ უკიდურესად მძიმეა, ის თავში მიყენებული ჭრილობით კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.