19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - პრეზიდენტი კონსულტაციებში ჩართვისთვის მზადაა 

პროპორციული არჩევნები 0%-იანი ბარიერით - საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყების შესახებ, მიესალმება. 

განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ.

„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ინიციატივას „პროპორციული არჩევნები 2020-ის“ თაობაზე კონსულტაციების დაწყებას. პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც ასევე მისასალმებელია. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სალომე ზუურაბიშვილის აზრითვე, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება.

20-21 ივნისის სისხლიანი ღამესა და მომიტინგეების დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

 

დღის ამბები