19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ? ასე არ ხდება - კახა კალაძე მომიტინგეების დარბევაზე

„პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ, ასე არ ხდება,“ - ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

კახი კალაძის განცხადებით, პარლამენტთან სიტუაციის დაძაბვის შემდეგ სამართალდამცავები მომიტინგეებს ვერ გააფრთხილებდნენ, რომ მათ დარბევას იწყებდნენ.

რაც შეეხება, შესაძლო გადაცდომებს და სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას, კალაძე ამბობს, რომ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ამასთან ერთად, კახი კალაძე აცხადებს, რომ გარდა პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის დადგენისა, ასევე, უნდა გამოიკვეთოს იმ პოლიტიკოსთან წილი, ვინც მომიტინგეებს შტურმისკენ მოუწოდებდა.

„იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ,. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ, ასე არ ხდება,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები