19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
პრეზენტაცია იყო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ მოწყობილი, სადაც იჯდა დამნაშავე კობახიძე - ხატია დეკანოიძე

„პროპორციული არჩევნები 2020-ის“ ინიციატივასთან დაკავშირებით „არჩევნის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ხელმოწერებიც კი შეაგროვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნის მიზნით. დეკანოიძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი "ორბიტის" შექმნას შეეცდება და უმრავლესობის შენარჩუნებას შეეცდება.

„რატომ ვამბობ, რომ ნულოვან ბარიერზე და თავის ორბიტაზე გადაქაჩვისკენ ექნება, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს მცდელობა, თუნდაც მცირე პარტიების, ანუ იმ პარტიების, რომელსაც დიდი მხარდაჭერა არ აქვს. რასაკვირველია, ექნება, ერთ-ერთი ნაღმი, რასაც მე ვხედავ ახლა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ასეც შეიძლება იყოს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია თანახმაა, რომ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო კომისიაში, სადაც არა მხოლოდ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პარტიები იქნება წარმოდგენილი, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

ხატია დეკანოიძე განმარტავს, თუ რატომ არ დაესწრო ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ პრეზენტაციას.

„ეს იყო პრეზენტაცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ მოწყობილი, სადაც იჯდა დამნაშავე კობახიძე. კობახიძე ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის და იმ ადამინებისთვის, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს, ეს ადამიანი არის დამნაშავე, კობახიძე იყო, ვინც ჩამოასკუპა გავრილოვი საქართველოს პარლამენტში და გადმოატანინა ოკუპაციის ხაზი საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ასევე გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მივიდნენ.

„პრეზენტაციებს, რომელსაც აწყობს კალაძე, კობახიძე, ჩუგოშვილი და სხვა „გამპრავებლები“ ზოგადად, გახარიასი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ პრეზენტაციებზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მისვლა ბადებს კითხვის ნიშნებს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დღის ამბები