ჩვენ არც ერთი წუთი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ვალში სამუდამოდ იმ ახალგაზრდებთან, ვინც ამ დღეების განმვლობაში საქართველო შეცვალა - ეს განცხადება გადაცემა "არჩევანში" „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა. მისი თქმით, როდესაც საუბარია პროპორციულ სისტემაზე სწორედ რუსთაველის გამზირზე მდგომმა ადამიანებმა მიაღწიეს ამ შედეგს და ახლა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კინკლაობის დრო არ არის.
„ისევე ამ რაღაც კინკლაობის მოდუსში არ უნდა გადავიყვანოთ საუბარი,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე თქმით, ორი კვირის წინ ის ვერ დაიჯერებდა, რომ „ოცნება“ ასეთ დათმობაზე წავიდოდა. გიორგი კანდელაკის განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მივიდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, რადგან მთავარი სხვა რამეა.
"რუსებს ეგონათ, რომ დაალაგეს საქართველოში სიტუაცია და ივანიშვილს ეგონა, რომ დაალაგა რუსებთან სიტუაცია და ეგონა, რომ მათი გავლენის ზრდას იყენებდა ჩვენს წინააღმდეგ, პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ. ახლა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რა არის. ჩვენთვის არ არის წყალგამყოფი იმ შეხვედრაზე მისვლა, არმისვლა. ჩვენ იმ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ. წყალგამყოფი არის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები, რითიც შეგვიძლია გავზომოთ პარტიები რითი თამაშობენ, ეს არის, პირველ რიგში, უწყობენ თუ არა პარტიები პროდასავლური პარტიების დემონიზირებას ხელს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.