„კითხვები მქონდა, რომელიც უნდა დამესვა. აქეთ მომარიდოს თვალები ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა,“ - ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
ალეკო ელისაშვილი ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას დაესწრო. „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე "არჩევანში" ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი ბევრი ადამიანი იჯდა დარბაზში, თუმცა ის საკითხი, რომ იქ საქართველოს ბედი წყდებოდა, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ იქ ყოფილიყო.
„რაღაცების მოთმენა და ატანა გიწევს. "ქართული ოცნება" სულაც გულზე არ მეხატება, მაგრამ მათ გააკეთეს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება საქართველო. მე, რაც პოლიტიკაში ვარ, ორი რამე მაქვს სახელმძღვანელო. ერთი - ჩემი სინდისი რას მკარნახობს და მეორე - ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა არის უკეთესი. პროპორციულ არჩევნებს ვითხოვდით თავგამოდებულები. კი ბატონო, ვიჯექი იმ შეხვედრებზე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც სულაც არ მეხატებოდა გულზე, ხელმოწერებს რომ ვაგროვებდით, მაგრამ მაშინ ჟურნალისტებმაც მკითხეს ამასთან როგორ იჯექი, იმასთან როგორ... მე ვთქვი, რომ აქ საქართველოზეა ლაპარაკი, რომ ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს, სახლში უნდა დავტოვო ეს ყველაფერი-თქო, ზუსტად იგივე იყო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.