„თუ ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს გისვამს მოსალაპარაკებლად და შენ კობახიძეს ელაპარაკები, ჩათვალე, მის ველზე ხარ უკვე,“ - ამ სიტყვებით მიმართა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს.
გუბაზ სანიკიძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ივანიშვილი რეალურად არ გეგმავს. მისივე განცხადებით, „ოცნების“ ლიდერი შეეცდება, რომ პატარა პარტიებზე გავლენა მოახდინოს.
„ისე მშვენივრად შეგფუთავთ ის ბიძინა ივანიშვილი, შენ კი მიხვდები, მაგრამ ბევრი ვერ მიხვდება," - მიამრთა სანიკიძემ უსუფაშვილს.
სანიკიძის პოზიცია სრულიად მიუღებელია დავით უსუფაშვილისთვის.
„გუბაზ, შეფუთულები გარშემო სხვაგან ნახე რა,“ - ამბობს უსუფაშვილი.
გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება თუ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ექნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ჩემი თხოვნა იქნება, თუ ოპოზიციური ერთობა გვინდა და ერთი პირობებით გვინდა, წარვდგეთ კოლაბორაციონისტებთან, ჩვენ უნდა, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იქიდან ვინ იჯდება, ამას აქვს მნიშვნელობა. კობახიძე რომ არ უნდა იჯდეს მოსალაპარაკებლად, ეს არის ჩემთვის ცხადზე უცხადესი,“ - განაცხადა სანიკიძემ.