„ხელისუფლებას ის ივენთი, რისთვის სჭირდებოდა, რომ ეჩვენებინა შიგნით და გარეთაც, ნახე, რა სულწასული პოლიტიკოსები არიან ოპოზიციაშიც,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
გიორგი გუგავა „ქართული ოცნების“ მიერ „პროპორციული არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაციას გამოეხმაურა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის ღონისძიებაზე დასწრებას ეხმაურება. მან მკაცრად გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, ვინც, მისი თქმით, მმართველ გუნდს მადლობები უხადა.
„სჭირდებოდა ხელისუფლებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სისხლი დაღვარა რუსთაველზე, თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს, ჩაატარა ინკვიზიცია, ბართლომეს ღამე მოაწყო და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაესაჯა სამაგალითოდ ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ თავისუფლებისთვის, გამოვიდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და გამოვიდნენ ღირსებაშელახულები,“ - განაცხადა გუგავამ.
გიორგი გუგავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნება არ ყოფილა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამის გაკეთება მას მოქალაქეების პროტესტმა აიძულა.
„ოლიგარქიული მახრჩობელაა შექმნილი პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, რომელიც ამონებს ხალხს, პირდაპირი გაგებით,“ - ამბობს გუგავა.