19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ვისთან აპირებენ ე.წ. შუაშისტური ჯგუფები კოალიციაში შესვლას, ესაა მნიშვნელოვანი - დავით ბერძენიშვილი

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერს, კახა კუკავას, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი მოწინააღმდეგე პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის დავით ბერძენიშვილი რუსეთის ჯაშუშებად გამოაცხადა, თავად განცხადების ადრესატი პასუხობს. დავით ბერძენიშვილმა კახა კუკავას განცხადებას „შეგნებული ტყუილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ კახა კუკავასგან ეს არ გაკვირვებია, რადგან მას ახლა ასეთი შეფასებები აწყობს. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ საქმე გაცილებით ადრე ასლან აბაშიძემ აღძრა და არა სააკაშვილმა.

დავით ბერძენიშვილი ასევე მის მიერ გამოქვეყნებულ Facebook სტატუსსაც გამოეხმაურა. დავით ბერძენიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში არასდროს იქნება "ქართულ ოცნებასთან". მან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, რომ დააფიქსირონ, ვისთან არიან მზად კოალიცია შექმნან. 

„არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას "ქართულ ოცნებასთან" ერთად აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური  არა „ნაც-ქოცური“ ე.წ. შუაშისტური ჯგუფი კოალიციის შექმნას თუ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მონაწილეობით აპირებს კოალიციის შექმნას. თუ რესპუბლიკურ პარტიას ექნა იმის შესაძლებლობა და საჭიროება, რომ პროდასავლური არჩევანის მქონე ძალების კოალიციაში იყოს, "რესპუბლიკური პარტია" იქნება იქ, რომელშიც შეიძლება იყოს "ენმ" და "ევროპული საქართველო". "რესპუბლიკური პარტია" არ გეგმავს "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში შესვლას,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარია, ის ვისთან ერთად აპირებენ ოპოზიციური პარტიები კოალიციაში შესვლას და პასუხი, რომ არც ერთთან არ იქნებიან, არასერიოზული იქნება.  

რაც შეეხება დავით ბერძენიშვილის Facebook სტატუსს, „ოცნების“ მიერ გამართული პრეზენტაციის შემდეგ მან  დაწერა:

ქოცებთან პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც ქოცების უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში (გამონაკლისს ვუშვებ, რაც არსს ვერ შეცვლის). ქოცების ორბიტის დეკლარირებული პრორუსებიც და დეკლარირებული პროდასავლელებიც იქ არიან. ამომრჩეველს ეტყვიან - არც ნაცი და არც ქოციო, პარლამენტში კი ნაცებისგან "ქვეყნის გადასარჩენად" გაქოცდებიან. მარტივია,“ - წერს ბერძენიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები