19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ივანიშვილს არ უნდა პროპორციულის ჩატარება იმიტომ, რომ აუცილებლად კარგავს ამით ძალაუფლებას - დავით უსუფაშვილი

„ივანიშვილს არ უნდა პროპორციულის ჩატარება იმიტომ, რომ აუცილებლად კარგავს ამით ძალაუფლებას,“ - ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დავით ბერძენიშვილის პასუხად გააკეთა.

დავით ბერძენიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, დაეფიქსირებინათ პოზიცია, თუ ვისთან შექმნიან კოალიციას - „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ თუ „ქართულ ოცნებასთან“.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ოპოზიცია ერთ საკითხზე კონცენტრირდეს - პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე.

კოალიციასთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსირა ასევე კახა კუკავამ. მისი თქმით, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის თანახმა, რომ შევიდეს კოალიციაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები