19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"ეს პროცესი გაცდა კონსტიტუციურ ფარგლებს,"-ექსპერტები 20 ივნისს არაპროპორციული ძალების გამოყენებაზე საუბრობენ

სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ - ასე აფასებენ უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ექსპერტები 20 ივნისის ღამეს და სპეცრაზმელების უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას დაუპირისპირა ყველა დანაყოფი და მათი გადმოსროლა უზრუნველყო თბილისში. მომხდარზე პასუხისმგებლობას ექსპერტები გიორგი გახარიას აკისრებენ და მის გადადგომას ითხოვენ. ამის შემდეგ კი ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც დადგინდება ვინ გასცემდა 20-ც ივნისის ღამეს ბრძანებებს.

"ეს პროცესი გაცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, ამას დაემატა ის, რომ მოიშალა ზოგადად ისნტიტუციურად უსაფრთხოების საკითხებთან გადაწყვეტილების მიღების სისტემა და ყველაფერი დაფუძნებულია რის არაფორმალურ მმართველზე და მასთან დაახლოებულ პირებზე. სწორედ ამიტომ მიიღო ამ ოპერაციამ სადამსჯელო ხასიათი და სწორედ ამიტომ მთელი საქართველოდან თავი მოუყარეს არაპროპორციულად დიდ ძალას. ეს ადასტურებს წინასწარ განზრახულობას სადამსჯელო ოპერაციის. ამის არგამოძიების შემთხვევაში, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა დიდი ხანი იქნება კოლაფსში,"-აცხადებს "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.

დღის ამბები