პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, საღამოს 7 საათი - დრო და ადგილი უცვლელია. საპროტესტო აქციის 14-ე დღეს მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა ისევ ძალაშია. ისინი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. აქცია არ დაიშლება იქამდე, ვიდრე შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.
"ჩვენ უნდა ვიდგეთ ბოლომდე. არ არ დავუშვებთ, რომ ეს გამოღვიძებული საზოგადოება დამარცხდეს. მესამე დარჩენილი მოთხოვნაც შევასრულებინოთ გაჯიუტებულ ხელისუფლებას, რომ მინისტრს, რომელმაც გაბედა და ანტისაოკუპაციო აქცია დააშლევინა პოლიციას ძალის გადაჭარბებით, არაფერი ესაქმება მინისტრის სავარძელში,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაზე.