19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
"არ შეიძლება ესეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს" - გიორგი ვოლსკი ურჩი დეპუტატების შესახებ  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი აანონსებს, რომ რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშის საპარლამენტო თანამდებობიდან გადაყენებაზე გუნდი იმსჯელებს. დარგობრივი ეკონომიკისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებს იმის გამო სჯიან, რომ არ მისცეს ხმა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

ე.წ. ჩათში, სადაც უმრავლესობის დეპუტატები არიან, ორი თანაგუნდელის დასჯას „კურიერის“ ინფორმაციით, „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი ითხოვს. ისინი ფიქრობენ, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც გუნდის პოლიტიკური ნების წინააღმდეგ წავიდა და ხმა პარტიულ გადაწყვეტილებას არ მისცა.

გიორგი ვოლსკი მსგავს მიმოწერას უარყოფს და ამბობს, რომ ეს საკითხი ჩათში გასარჩევი არ არის და გუნდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.

გიორგი ვოლსკი-ის სურათის შედეგი

„მათი გადასაწყვეტი არ არის, პრინციპში, ეს გუნდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხებთან მიმართებაში. არ შეიძლება ესეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ოთარ დანელიამ და ნუკრი ქანთარიამ განცხადებები გააკეთეს და ამ ჩათმა გაჟონა და მოვიდა იქამდე, რომ მერე ბოლოს თქვენთან დაბრუნდა და კითხვად იქცა ჩემს მიმართ. ასე, რომ აქ უფრო სერიოზულად არის საკითხი. მე მაქვს გარკვეული პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ რეალურად, როდესაც საკითხია, გაცილებით უფრო სერიოზული განხილვა და ყურადღება სჭირდება, ვიდრე რაღაცა ჩათიდან გამოტანილ ამბავზე კომენტარების კეთება“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარიამ ჯაშისა და ნუკრი ქანთარიას შესახებ, უმრავლესობის დეპუტატებს შორის, ე.წ. ჩათში მიმოწერას უარყოფს  ”ქართული ოცნების” კიდევ წევრი. ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის გადაწვეტილება, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებისას მიიღეს.

ნუკრი ქანთარია-ის სურათის შედეგი

„ჩათში მე ამდაგვარი რაღაცები არ დამიწერია, თუმცა საჯაროდ ვთქვი, ჩათი რათ უნდა მაგას. საჯაროდ ვთქვი, რომ ეს არ იყო რიგითი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ძალიან პრინციპული იყო, ამიტომ ასეთ დროს, ერთსულოვანი უნდა იყოს უმრავლესობა, ან ყველანი აქეთ, ან ყველანი მდინარის იქით, ან ყველანი მდინარის აქეთ და ისიც ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკა, პოლიტიკაში გიწევს ზოგჯერ ასეთი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება და ან არის პოლიტიკა ან არის მონასტერი-მეთქი“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

დღის ამბები