19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
„დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, გახარიას პირსახოცად არის გადაქცეული" - ლევან ხაბეიშვილი

„დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, ფაქტობრივად, გიორგი გახარიას პირსახოცად არის გადაქცეული და მაქსიმალურად ცდილობს მის „გაპრავებას“,“ -ეს განცხადება, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერის მისამართით გააკეთა. 

საკრებლოს დეპუტატი კახა კალაძის იმ განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა არ მომხდარა, არამედ ის იყო მოგერიება.

ხელისუფლების ოპონენტები კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კალაძეც ახმოვანებს ხელისუფლებას, რომელიც არაადეკვატურია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. კალაძეს ისიც შეახსენეს, რომ მას, როგორც თვითმმართველ მერს, ჰქონდა ვალდებულება, რომ დემონსტრანტები წინაწარ გაეფრთხილებინა, სანამ აქციის დარბევა დაიწყებოდა.

ლევან ხაბეიშვილი-ის სურათის შედეგი„კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ის ამბობს და დღეს აბსოლუტურად ყველა მორალურ ზღვარს გასცდა და თქვა, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა და თურმე არ იგეგმებოდა აქციის დარბევა, უბრალოდ ეს იყო თურმე მოგერიება. ახალი მესიჯბოქსი აქვთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თურმე 20 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე მეტრით მოშორებით იდგა აქციაზე და თვალი ამოუღეს, ეს გოგონა თურმე შტურმს ახორციელებდა პარლამენტზე. ნაცვლად იმისა, რომ კალაძე დაკავებული იყოს ასეთი სულელური და ამორალური განცხადებებით, კარგი იქნება, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას და თბილისელებს, მანამ, სანამ დაიწყებოდა ამ აქციის დაშლა, თუ ის ამბობს, რომ თურმე შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე, თურმე მომიტინგეები რაიმეს აშავებდნენ, მას, როგორც დედაქალაქის მერს ჰქონდა ვალდებულება, საჯარო განცხადებით მიემართა თბილისელებისთვის და მოეწოდებინა და მშვიდობიანად დაშლილიყვნენ ეს ადამიანები და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არ მომხდარიყო ასობით ადამიანის დაწამვლა, დასახიჩრება და შემდეგ უკვე დაკავება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

დღის ამბები