19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
კალაძე იმ მწკრივს მიუერთდა, რომლებიც ივანიშვილის დავალებას ასრულებენ, რომ შავზე თქვან თეთრი - ოპოზიცია მერს პასუხობს

ოპოზიცია დედაქალაქის მერს პასუხობს. ხელისუფლების ოპონენტები კახა კალაძის იმ განცხადებას  ეხმაურებიან, სადაც მერმა აღნიშნა, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დაშლა არ მომხდარა, არამედ ის იყო მოგერიება.

ოპოზიციის წევრები თბილისის მერს სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კალაძეც ახმოვანებს ხელისუფლებას, რომელიც არაადეკვატურია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კახა კალაძე ერთი მხრივ, იტყუება, მეორეს მხრივ კი პასუხისმგებლობას გაურბის.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი

„მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ეს იყო არა მხოლოდ დაშლა, არამედ სადამსჯელო ოპერაცია მთელი თბილისის ცენტრის მასშტაბით, სადაც ადამიანები დასახიჩრდნენ, დაკარგეს თვალი, მათ შორის ადამიანები, რომლებიც სიახლოვესაც არ იყვნენ პარლამენტის შესასვლელთან და ეს ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. პირველ რიგში, ეს არის ელემენტარული ტყუილი. მეორე - ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების მწკრივს მიუერთდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ, რომ შავზე თქვან თეთრი და არ აიღონ პასუხისმგებლობა ამ სასტიკ ღამეზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.  

ოპოზიციის წევრების თქმით, ადრე თუ გვიან ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება მაინც მოუწევს და შს მინისტრი, გიორგი გახარია გადადგება.

ხათუნა სამნიძე-ის სურათის შედეგი„უკან არ იხევს ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“, ჩაბღაუჭებულია გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და ცდილობს, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი უტიფარი გზავნილებით აჩვენოს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისინი არ აპირებენ, უკან დაიხიონ და ისევ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ ოპოზიციის მხრიდან. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს, გახარიას მოუწევს გადადგომა იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად სამართლებრივი დარღვევები, ეს უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები, ისინი არიან ერთ მხარეს და მთელი საქართველოს საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ის ახალგაზრდები, რომლებიც უკან არ იხევენ, მეორე მხარეს დგას, ამიტომ, ეს ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ უკან დაიხიოს,“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები