19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
უნდა გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა - 15 პარტია საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს - 15-მდე პოლიტიკური პარტია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გაფართოებას ითხოვს. მათი თქმით, ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა გუნდმა 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფში რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია უნდა შედიოდეს.

Image result for თინა ბოკუჩავა„მივმართეთ პარტიებმა  მოთხოვნით, რომ გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა. ბუნებრივია არასაპარლამენტო პარტიების სიას ვგულისხმობთ აქ. მათშორის მნიშვნელოვანია იმ პარტიების მონაწილეობა, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული 300 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის კამპანიაში, რომელიც ითხოვდა სწორედ ამას, რომ გადავსულიყავით სრულად პროპორციულ სისტემაზე. ესენი არიან პარტიები რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის რომ სწორედ მათი თანამონაწილეობით მოხდა ამ პეტიციის დარეგისტრირება პარლამენტში, რომელიც ითხოვდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დისკუსიაში არასაპარლამენტო პარტიების ჩართვას მხარს უჭერს „ევროპული საქართველოც“. სერგი კაპანაძის თქმით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ამ პარტიებმა უნდა მიიღონ საკითხის განხილვაში მონაწილეობა.

Related image„რადგანაც ხელისუფლება წამოვიდა იმ დათმობაზე და პროპორციული არჩევნები იქნება 2020 წელს და თანაც ნულოვანი ბარიერით, ეს ზრდის იმ პარტიების რაოდენობას, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ საკითხზე დისკუსიებში და შესაბამისად უნდა მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფში. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ როდესაც იქნება სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრები, ეს შეხვედრები დაიწყო რამდენიმე კვირის წინ და ეხება ძირითადად ეუთოს რეკომენდაციების განხილვას, ამ ფორმატში ასევე ჩართოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

  

დღის ამბები