19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
„თუ სურვილი გვაქვს ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული ფორმატის გაფართოებით" - კაციტაძე

15-მდე პოლიტიკური პარტია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვას ითხოვს.  მათ შორის არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც პირველ სამუშაო ჯგუფში ვერ მოხვდნენ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს შეჯერებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და კონკრეტული წინადადებები.

Related image

„თუ სურვილი გვაქვს იმის რომ ფართო კონსესუსს მივაღწიოთ, თუ სურვილი გვაქვს იმის რომ მეტი კომპეტენტური, მეტი კვალიფიციური აზრი დაიდოს მოლაპარაკების მაგიდასთან, გახდეს მსჯელობის საგანი და მოხდეს შემდეგ შეთანხმება, ბუნებრივია, რომ ფორმატების გაფართოებით უნდა იყოს დაინტერესებული თავად ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს შეჯერებული პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან წილად ემთხვევა ხელისუფლების ინიციატივას. თუმცა არსებობს განსხვავება ბლოკების ნაწილში. ბარიერის ნაწილშიც არსებობს მაგრამ ის ატანადია. ბლოკების ნაწილში გვაქვს ჩვენ შეთავაზება და მეორეს მხრივ გვაქვს ჩვენი წინადადებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან, პარტიათა დაფინანსებასთან, სარეკლამო საეთერო დროის განაწილებასთან, სხვა პროცედურულ საკითხებთან. ეს უკვე არის კოდექსის თემები,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

რა ფორმატით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას პარტიები ჯერ ამაზე  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გაერთიანებულ ოპოზიციაში თვლიან, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიციის ერთიანობა მომგებიანია.

Image result for ბაჩუკი ქარდავა„იმ ნაწილში სადაც მაინც არ იგეგმებოდა, არის პრორუსული ძალები,  არის ძალები რომელიც მეტი სიმპატიით არიან განწყობილი ივანიშვილის მიმართ, რომ მის კარზე რაღაც კარგად ვერ მოძოვეს და კარგად ვერ დამკვიდრდნენ და ამის გამო შეიძლება რაღაც დისტანცირება მოხდა ივანიშვილისგან , ასეთი პოლიტიკური ძალები ასეთ მსხვილ გაერთიანებებში მეტ ნაკლები პროცენტულობით იყვნენ ჩართული. ასე რომ დიდი არაფერი ცვლილება ჯერ ჯერობით არ მომხდარა ოპოზიციაში. ოპოზიცია აგრძელებს კონსოლიდირებულ მუშაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ მთავარი ამოცანის პირობებში, რომელიც  არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება შემდეგ არჩევნებში, ამას სჭირდება აუცილებლად ძალების თავმოყრა,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს თაკო ჩარკვიანი. მოძრაობა „კანონის და სამართლის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დანარჩენი რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია მოგვიანებით გაირკვევა.

Image result for თაკო ჩარკვიანი„მხოლოდ გამომდინარე იქიდან მოვიქცევი რაც სჭირდება გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც კოალიციურ მთავრობამდე მივა და მოგვცემს კარგ კოალიციურ მთავრობას სადაც არავინ არ იქნება კანონზე უფრო მაღლა. ასე რომ მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები დამშლელი გაერთიანებული ოპოზიციისა და ეს გამორიცხულია და ამის გარანტია ყველას აქვს გაერთიანებულ ოპოზიციაში . დანარჩენი უკვე ახლა შევჯერდებით რა ფორმით გაკეთდება ყველაფერი,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები