19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
არ შეიძლება მმართველმა გუნდმა აუკრძალოს პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში - გია ვოლსკი 

მმართველი გუნდი მზად არის ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურვილი აქვს, ჩართოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მუშაობასა და დისკუსიაში. ამის შესახებ განცხადება, „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ გაკეთდა, რაც 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გაფართოება მოითხოვა. 

გია ვოლსკი აცხადებს, რომ თავად განცხადება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ზოგადია, თუმცა მმართველ ძალას არ აქვს უფლება უარი უთხრას რომელიმე პარტიას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე.

Image result for გია ვოლსკი

„ზოგადი განცხადებაა, მე ვფიქრობ, რომ დეტალებია მეტი საჭირო და ყველაფერი განხილული უნდა იყოს. არ შეიძლება მმართველმა გუნდმა აუკრძალოს რეალურად პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.  ეს ერთი საკითხი და მეორე, არის კიდევ პოლიტიკური  პარტიების რომლებიც ფაქტიურად არ არსებობენ და ესეც რა საკვირველია განხილვის საგანი უნდა იყოს. ასე რომ უმრავლესობამ თავის თავზე არ უნდა აიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ არც ის ვარგა, რომ განხილვის გარეშე, პირდაპირი მოწოდების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

სამუშაო შეხვედრებში არასაპარლამენტო პარტიების ჩართვის მომხრეა გიორგი კახიანიც. მისი თქმით, ყველა იმ პარტიას რომელმაც სურვილი გამოთქვა დისკუსიაში მონაწილეობა მიიღოს, პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ექნება.

Image result for გიორგი კახიანი„ყველას ვისაც ამის სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა მიიღოს განხილვებში მონაწილეობა არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, არამედ კონსტიტუციურ ინიციატივასთან დაკავშირებით. კონსტიტუციური ინიციატივა და საარჩევნო კოდექსში განსახილველი ცვლილებები მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ კონტექსტში განსახილველი ცვლილებები. ამიტომ თუ არიან ისეთი პოლიტიკური ჯგუფები რომლებსაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი აქვთ, მე ვფიქრობ, რომ მათ უპრობლემოდ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ,“-განაცხადა გიორგი კახიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები