19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
აქციის დაშლა არც მომხდარა, მოხდა მოგერიება - კახა კალაძემ სისხლიან დარბევას ახალი ახსნა მოუძებნა

აქციის დაშლა არც მომხდარა, მოხდა მოგერიება - ასეთი ახსნა მოუძებნა 20 ივნისის სისხლიან ღამის განვითარებულ მოვლენებს კახა კალაძემ. თბილისის მერი ამტკიცებს, რომ 20 ივნისს მსხვერპლი პოლიცია იყო, რომელიც იძულებული გახდა მოძალადე დემონსტრანტები მოეგერიებინა.

კახა კალაძის ამ შეფასებას მალევე მოჰყვა ოპოზიციის გამოხმაურება. ოპონენტებმა თბილისის მერი ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

პოლიტიკური პარტიები კახა კალაძეს, მომხდარის ქრონოლოგიას ახსენებენ და სვამენ კითხვას - როდის დაინახა ხელისუფლებამ ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების მოგერიების აუცილებლობა. სისხლიან ღამეს 32 ჟურნალისტი დაშავდა. ნაწილს ტყვიები დამიზნებით ესროლეს. ოპოზიცია ითხოვს მერმა ახსნა, იყო თუ არა მოგერიება აქციიდან სპეცრაზმის ტყვიებს გაქცეული ხალხის ქუჩა ქუჩა დევნა და სასტიკად ცემა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა გახარიასთან ერთად აქციის დაშლაზე კახა კალაძესაც ეკისრება, რადგან სწორედ მას უნდა გაეფრთხილებინა აქციის მონაწილეები, დარბევის წინ რომ თუ არ დაიშლებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებაზე გადავიდოდა.

პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება დარბევის წინ მერის მოვალეობა იყო. ასე მოხდა 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლამდე. ვიდრე სპეცრაზმი ძალას გამოიყენებდა თბილისის მერიამ აქციის მონაწილეები ორჯერ გააფრთხილა. განცხადება ჯერ მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს სხვა ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ, რადგან 26 მაისს იქ აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ, თბილისის მერის ადმინისტრაციის უფროსი აქციის ორგანიზატორებთან პირდაპირ მივიდა და ოფიციალური წერილი ჩააბარა, მათ ვადა 25 მაისის ღამის 12:00 საათამდე მისცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები