„ჩვენი ცხოვრება ბორდერიზაციამ შეცვალა" - ასე იწყება ანგარიში, რომლიც „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა. საერთაშორისო ორგანიზაციამ 2008 წლის ომის შედეგები შეისწავლა. გავლენიანი ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ საქართველოში გავლებული გამყოფი ხაზები ათასობით ადამიანს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის.
„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა 150 ადამიანი გამოკითხა. ანგარიშში ყველა ის ფაქტი და დარღვევაა შესული, რომელიც 2008 წლის ომმა მოიტანა.
საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა დათა პაპასა და ბევრი სხვა მცხოვრების ისტორია, იმ ადამიანების პრობლემები რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილება, ოჯახურად ცხოვრების უფლება და საკუთრი დედ-მამის, ან შვილების სანახავად ვლადიკავკაზში ჩასვლა და ასობით კილომეტრს გავლა უწევთ.
ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა, საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისას. ასობით ადამიანი გამოსასყიდის გამო დაჭერილი, მცოცავი ოკუპაციის შედეგია გადასასვლელების მუდმივი ჩაკეტვა, რომელიც ადამიანებს ისედაც მძიმე ყოფას კიდევ უფრო ურთულებს. ამის გამო შეწყვეტილია ვაჭრობაც, საკვებზე წვდომა, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს. ამიტომ „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ რეკომენდაციები რუსეთის მთავრობისა და საოკუპაციო რეჟიმებისთვისაც მოამზადა.
„ამნესთი ინთერნეიშენალმა" უმძიმესი ანგარიში დღეს მოსკოვსა და თბილსიში ერთდროულად წარადგინა. სახალო დამცველს იმედი აქვს, რომ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ მოყვანილი დოკუმენტურ ფაქტები და რეკომენდაციები საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებისას დაეხმარება.