რამდენიმე წუთის წინ "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს.
ყაყიჩაიშვილი ერთ-ერთი იყო იმ პირთაგან, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევას ხელმძღვანელობდა, იღებდა ბრძანებას და მითითებებს აძლევდა სპეცრაზმელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი2"-ს განუცხადეს, ყაყიჩაიშვილს უფლებამოსილება 20 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.