19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურს უმაგრებენ

ამ წუთებიდან პროკურატურა ნიკა მელიას დისტანციურ კონტროლს იწყებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციის ლიდერს ელექტრონულ სამაჯურს უმაგრებენ.

პრობაციის სამსახურის თანამშრომლები ახლა დეპუტატის სახლში იმყოფებიან, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გადაადგილების შესახებ ძალოვან უწყებას ყველა ინფორმაცია ექნება.

ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ელექტრონული სამაჯურის დადებით ის დაამციროს, თუმცა სინამდვილეში თავად "ქართული ოცნების" ლიდერი მცირდება. მისი განცხადებით, სუსტი ძლიერზე ვერასოდეს გაიმარჯვებს, ხოლო სუსტის პოზიცია ივანიშვილს უკავია.

„იცით, როდის აქვს ნებისმიერ ხელისუფლებას ყველაზე მძიმედ საქმე? როდესაც კომიკურობის ნიშნები შეიმჩნევა ნებისმიერ მის ქმედებას, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მაქვს მხედველობაში. ახლა რაც აქ ხდება, არ მგონია, ნორმალური იყოს. ამით რას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს, რომ დააკომპენსიროს ის დანაკლისი, რომელიც, როგორც ჩანს, მას აქვს. რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ვერ დამიჭირა. არადა იცით, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. სამწუხაროდ, შეურაცხყოფის გარეშე იმიტომ, რომ ვიცი, რომ ბევრს ძალდატანებით მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება პარლამენტში. ჯოგურად მიაღებინეს გადაწყვეტილება, უთხრა მან, რომ ჯოგურად მიიღეთ გადაწყვეტილება.

ამიტომ ახლა ამით ცდილობს დამცირებას, სინამდვილეში თავის თავს იმცირებს კიდევ უფრო მეტად. კოტე კემულარიას დავესესხები, ფეხის კიდურზე გამიკეთებენ დეპუტატ მელიას ამ რაღაც ბიჟუტერიას, სამაჯურს თუ კუდზე გამიკეთებენ, როგორც მან მოსწრებულად იხუმრა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილი ამით წაშლის იმ ბარბაროსობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა? მთელი არსი ამ სამაჯურის არის ის, რომ, თითქოს, ჩემი ადგილსამყოფელი დადგინდეს მუდმივ რეჟიმში, ესეც ხომ ცინიკურია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი ადგილსამყოფელი რომ დგინდება და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების, დადგენა ასეთი უნდა. აბა სუსი რისთვის ჰყავთ. მესამე მსოფლიოს რიგის ქვეყნებშიც კი არ ხდება, ასევე შეურაცხყოფის გარეშე, ზიმბამბვეში, სენეგალსა და კონგოშიც კი არ მოუვიდოდათ თავში იდეად, რომ მოქმედ დეპუტატს, მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვერ იჭერ და სამაჯურს ადებ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები