19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ვინ გასცა ცენტრალიზებული ბრძანება - ისროლეთ! - "რუსთავი 2"-ის კითხვას თალაკვაძემ არ უპასუხა

მთელი დღის განმავლობაში არა ერთი მცდელობის მიუხედავად, დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე „კურიერის“ კამერას ვეღარ დაემალა. არჩილ თალაკვაძეს მაინც მოუხდა ხელისუფლებისთვის ყველაზე მწვავე კითხვის მოსმენა.

"გაქვთ თუ არა ინფორმაცია  ვინ გასცა ცენტრალიზებული ბრძანება -ისროლეთ!"- "რუსთავი 2"-ის დასმულ ამ შეკითხვას არჩილ თალაკვაძემ პასუხი არ გასცა და ჟურნალისტს ურჩია არქივის მასალას მოუსმინოს.

„მე მქონდა რამდენიმე ეთერი სადაც ამომწურავად ვისაუბრე ამ საკითხებთან დაკავშირებით ასე, რომ გთხოვთ ნახოთ ის ვრცელი განმარტებები რომელიც გავაკეთე,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები