„20 ივნისის მოვლენები საჭიროებს საფუძვლიან და ობიექტურ გამოძიებას“ - ამის შესახებ განცხადება, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, მისი თქმით, საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რადგან ის ძლიერია და ამასთან აქვს აშშ-ს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი და მშვიდობიანი შეკრების უფლებას და სიტყვის თავისუფლებას. რაც შეეხება რუსეთის პასუხს, საქართველოს ძლიერია და მას აქვს შეერთებული შტატების და ასევე ბევრი პარტნიორის მხარდაჭერა. საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ჩვენ, შეერთებული შტატების საელჩოში ყველა მოხარული ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ,“-განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.