19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო - დეპუტატს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს

პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატს, ელექტრონული სამაჯური რამდენიმე წუთის წინ დაუმაგრეს. პრობაციის სამსახურის თანამშრომლები ახლა დეპუტატის სახლში იმყოფებიან, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გადაადგილების შესახებ ძალოვან უწყებას ყველა ინფორმაცია ექნება. 

სააპელაციო სასამართლომ მელიას ელექტრონული კონტროლის შესახებ გადაწყვეტილება 2 ივლისს მიიღო. მას სხვა შეზღუდვებიც აქვს დაწესებული. მელიამ ყველა მისი გადაადგილება პროკურატურასთან უნდა შეათანხმოს. დეპუტატმა ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

„მეცინება, ღიმილისმომგვრელია არა, უფრო მეტიც არის ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან. არის კონტაქტი, ვის სჯერა, რომ ეს მარტო აკონტროლებს გადაადგილებას, მტერმა ისაუბრა ახლა იმ საკითხებთან დაკავშირებით მაჯაზე ამ სამაჯურით, როცა არის მაღალი ალბათობა, რომ არათუ მხოლოდ კონტროლდება შენი გადაადგილება, არამედ საფუძვლიანად ისმინება. რა დააყენეს აქ, კაცმა არ იცის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები