„ეს ბრძოლა არ დამთავრდება“- ამის შესახებ განცხადება, ბათუ ქუთელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოთხოვნა რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ პირდაპირ ბმაშია რუსული გავლენების დამარცხებასთან. მისი თქმით, გახარიას გადადგომა რუსეთის გავლენიან ქსელს ფუნდამენტურად შეარყევს.
ეს ბრძოლა გაგრძელდება იმიტომ რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი ისტორიის ნაწილი. დღეს ამ მომენტში ჩვენ დაგვეკისრა ეს როლი. აქ დრეს წყდება და ჩვენ ვწყვეტთ როგორი სახელმწიფო გვექნება. გვექნება ავტორიტარული სახელმწიფო თუ გვექნება თავისუფალი სახელმწიფო, სადაც სულ ყველას გვექნება საშუალება ვესწრაფოდეთ იმ ბედნიერებას როგორც ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ვერც ერთი კორუმპირებული ან კლეპტოკრატი ჩინოვნიკი თუ მინისტრი. განსაკუთრებით ის მინისტრი რომელმაც აღმართა ხელი თავისუფლებისათვის, ქვეყნის რუსეთის გავლენისგან დასაცავად შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას დასასრული არ ექნება რუსეთი კიდევ ბევრ ხრიკებს გამოაგდებს მაგრამ დღეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ გამარჯვებას რასაც ჰქვია შს მინისტრის გადადგომა. ეს იქნება ფუნდამენტური შერყევა იმ რუსული გავლენის ქსელის რომელიც ამ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიდის მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნების დეოლიგარქიზაციის და ამას საქართველომაც ფეხი უნდა აუწყოს.