ნიკა მელია უკვე დისტანციურ კონტროლზეა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატს, ელექტრონული სამაჯური პრობაციის სამსახურის თანამშრომლებმა დღის ბოლოს მის საკუთარ სახლში, ხელზე დაუმაგრეს. მელია არ გამორიცხავს, რომ სამაჯურის მეშვეობით არა მხოლოდ მისი გადაადგილება, არამედ მისი საუბარიც კონტროლდებოდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის ელექტრონული კონტროლის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისს მიიღო. მელია სხვა შეზღუდვებიც აქვს დაწესებული.
"ჩემთვის ეს ერთ-ერთი დამატებითი სიმბოლო არის ბიძინა ივანიშვილის მარცხისა. ეს ადამიანი არის სუსტ პოზიციაში და უბრალოდ მან თავად არ იცის რას აკეთებს. თითქოს ამის მიზანი არის, გაკონტროლდეს ჩემი ადგილსამყოფელი და იცოდეს ხელისუფლებამ სად ვარ. დღის განმავლობაში არაერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება დამყვება, რომელიც ეკუთვნის სუს-ს, მათი საქმე ხომ ის არის, მეტს აბა რას აკეთებენ ხომ? ის მის კითხვა - მაშინ აბა რაში დასჭირდათ? - ეს უბრალოდ არის რაღაცა მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ შეაგულიანოს, გაამხნევოს თავისივე ამომრჩევლები, რომლებიც შემორჩა, აქტივისტები საჯარო მოხელეების სახით და თქვას რომ "მე ჯერ კიდევ პოლიტიკურად ვცოცხლობ, ხომ ხედავთ შემწევს ჯერ კიდევ წინააღმდეგობის გაწევის უნარი," მაგრამ პირიქით ხდება, მისი ასეთი პროპაგანდა, რომელსაც იგი ეწევა, არის პროპაგანდა პირიქით მისთვის და ყველაფერი რასაც იგი აკეთებს, ეწინააღმდეგება მის ვიწრო ინტერესსაც დარჩეს ხელისუფლებაში,"-აცხადებს ნიკა მელია.
ენმ-ს დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მოქმედი დეპუტატისთვის, სამაჯურის დამაგრება, იმიჯს შეულახავს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.