ჟენევის მოლაპარაკებების ერთადერთ ალტერნატივად, გრიგორი კარასინმა შეიარაღების გაზრდა და ომი დაასახელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნატო-ს ლონდონის სამიტის წინ, საქართველოს ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას სახიფათო ნაბიჯი უწოდა.
კარასინმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებიც და ის ბომბის აფეთქების ეფექტს შეადარა.